სახელი, გვარი, პირადი ნომერი - ეს, ალბათ, პირველია, რაც ამ კითხვაზე საპასუხოდ გაგახსენდათ. მაგრამ ეს სულ სამი მონაცემია. ჩვენ კი გვინდა, რომ ინფორმაციას საკუთარი მონაცემების შესახებ ანიდან ჰოემდე, ალფადან ომეგამდე, A-დან Z-მდე ფლობდეთ.
ჩვენი ანბანის მიზანია, მოგითხროთ 33 პერსონალური მონაცემის შესახებ, შეგახსენოთ მათი დაცვის მარტივი ხერხები და ის საფრთხეები, რასაც მათი უკანონოდ გამოყენება იწვევს.
დააწკაპუნე ანბანის გასახსნელად.
პერსონალური მონაცემების ანბანი
პროექტის შესახებ
პერსონალურ მონაცემთა ანბანი თავს უყრის 33 პერსონალურ მონაცემს, აღწერს მათი დაცვის ხერხებს და შესაძლო საფრთხეებს. ჩვენი მიზანია, მოქალაქეებს მარტივი და ხელმისაწვდომი გზით ავუხსნათ პერსონალური მონაცემების არსი და დავეხმაროთ მათი უსაფრთხოების მნიშვნელობის გაცნობიერებაში.
ანბანში თავმოყრილი მონაცემების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად ან პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით გაჩენილ ნებისმიერ შეკითხვაზე მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე ან დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე.
ვებსაიტი შექმნილია ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი და პუბლიკაციის შინაარსის ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის პოზიციად აღქმა დაუშვებელია.